Monday, October 19, 2009

გაღმა ნაპირი

"უი მე მკვდარი მეგონა და ცოცხალი ყოფილა" სწორედ ამ ფრაზამ გამიელვა თავში ფილმის ყურებისას, რომელიც უკვე შეაფასეს და დააფასეს კიდევაც ისეთ საერთაშორისო ფესტივალებზე, როგორებიც ბერლინის, ბელგრადის, კანის, სიეტლის და პარიზის კინოფესტივალებია. ეს არის ფილმი, რომელიც ეკრანზე გამოსვლამდე გახდა პოპულარული, ფილმი, რომელმაც დამარწმუნა, რომ ქართული კინემატოგრაფი ისევ სუნთქავს და შეიძლება მეორე სუნთქვაც კი გაეხსნას. ფილმი, რომელიც ერთი პატარა ბიჭის თავგადასავლის თანამონაწილედ გვაქცევს.

თედო აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის ბიჭია, 4 წლის იყო ტყვარჩელიდან რომ წამოვიდა დედასთან ერთად, თბილისში, ერთ პატარა ფიცრულში ცხოვრობდა და თავის გასატანად და დედის პატიოსნებისთვის არც ქურდობაზე უთქვამს უთქვამს უარი. დედა კი თავს სხეულით ვაჭრობით ირჩენს. 12 წლის ბიჭი სულ მარტოა უცხო ქალაქში და ის გაღმა ნაპირას დარჩენილ ოცნებაზე იწყებს ფიქრს. თედო მამის მოსაძებნად “აფრიკაში” მიემგზავრება (სწორედ ასე ქვია ნუგზარ შატაიძის მოთხრობას, “მოგზაურობა აფრიკაში”, რომლის მიხედვითაც გიორგი ოლაშვილმა ქართულ კინოსთან ერთად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, მსოფლიო კინემატოგრაფისკენ). “აფრიკამდე” კი, მართალია, არც თუ ისე შორია, მაგრამ გზა ძნელია და სახიფათო, უამრავი ტკივილით და უხეში ცხოვრებისეული სინამდვილით აღსავსე. მაგრამ გაღმა ნაპირი არსებობს. თუ არ გჯერათ, “მაგრად დახუჭეთ თვალები და დაინახავთ…”

სწორედაც, ფართოდ დახუჭული თვალებით ცდილობს პატარა თედო გაექცეს რეალობას ყველაზე მძიმე მომენტებში. დაკარგული ოცნების, სამშობლოსა და მამისაკენ სავალ გზაზე 12 წლის ბიჭს უწევს ათასი ნიღაბი მოირგოს, უამრავი ტყუილი ტქვას, ბევრი განსაცდელი გამოიაროს, მაგრამ მაინც მიაღწიოს სასურველ გაღმა ნაპირს. არის კი ეს გაღმა ნაპირი ის 7 წლის წინ დაკარგული ზღაპარი? ტყვარჩელში თედოს მხოლოდ მიტოვებული სახლი, დამტვრეული სათამაშო და ცნობა დახვდა მამის შესახებ, რომელმაც აფხაზი ცოლი შეირთო, სხვა შვილები ჰყავს და საერთოდაც არავინ იცის სად გადაიკარგა. ერთ ეპიზოდში იმსხვრევა ყველაფერი ოცნება გაღმა ნაპირზე და პატარა თედო მკაცრი რეალობის წინაშე დგება. არც გზის გაგრძელებას და არც უკან დაბრუნებას აქვს ახლა აზრი. თედოს სამყაროს დამსხვრევაში კი დამნაშავე არავინაა, დამნაშავეა მხოლოდ ომი და ძალადობა.

რეჟისორი არც ქართველებს, არც აფხაზებსა და არც რუსებს შორის არ იწყებს დამნაშავის ძიებას. ის მხოლოდ გვიხატავს პატარა ბიჭის, დაკარგული სამშობლოს, დამტვრეული სათამაშოს, დაკარგული დედ-მამის, უსაშველო გზის, უამრავი ნიღბის და ომის ტრაგიკულ ისტორიას. გვახსენებს იმას, რომ გაღმა ნაპირი მხოლოდ გაღმა ნაპირია, მეორე ნახევარი, ნაწილი გამოღმა ნაპირისა და არა სხვა სამყარო. ეს არის სრულიად არაპოლიტიკური ფილმი პოლიტიკას მოყოლილი დიდი მსხვერპლის შესახებ.

ფილმში არის მომენტები, როდესაც რთულია თვალზე მომდგარი ცრემლის შეკავება და ისტორიისთვის გულგრილად შეხედვა, მაშინ, როდესაც ეს ისტორია უდიდესი ემოციით არის მოყოლილი. რა თქმა უნდა ფილმში მრავლადაა პატარ-პატარა და არც თუ ისე პატარა ხარვეზები. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშივე გადაწყვეტილი მქონდა მხოლოდ დადებითი ემოციების შესახებ მეწერა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ისეთი ხარვეზი, რასაც მსახიობების ძალიან უნიჭო თამაში შეიძლება დაერქვას. რეჟისორმა ფილმში ძირითადად არაპროფესიონალი მსახიობები ათამაშა, რაც ჩემი აზრით ძალიან დიდ დაღს ასვამს ფილმს. არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო პატარა თედოს ბექაურის ბრწყინვალედ შესრულებული როლი, რომელიც ისეთი გულწრფელია, მიჭირს თამაში ვუწოდო. და ირანელი ოპერატორის, ამირ ასსადის მაღალპროფესიონალიზმი, რომელიც რა თქმა უნდა უდიდეს როლს თამაშობს ფილმში. ასევე მუსიკა, რომელიც ძალიან ზუსტად არის მორგებული ფილმს და რომლის გარეშეც ფინალი ალბათ არ იქნებოდა ისეთივე კარგი, როგორიც ახლა. ფინალი კი საკმაოდ ორაზროვანი და ამავდროულად ოპტიმისტურია. იმის მიუხედავად, რომ ოცნებებმა გაღმა ნაპირზე ფერი იცვალეს, ოცნება მაინც გრძელდება.. და ყველაფერი არც ისეთი ნაცრისფერია..
მართალია ფილმის ყურებისას თქვენ აღმოაჩენთ ხარვეზებს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ “გაღმა ნაპირი” დებიუტია რეჟისორისა, როგორც პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი. ისიც გახსოვდეთ, რომ “გიორგი ოლაშვილი კარიერას ჯერ მხოლოდ იწყებს” (როგორც ეს უკანასკნელი ბატონმა გოგი გვახარიამ ბრძანა)
ასე რომ მიბრძანდით კინოთეატრ ამირანში(სადაც დღეს მე გახლდით და სადაც დღეს ფილმის პრემიერა შედგა) ან რუსთაველში და დარწმუნდით, რომ არ მომკვდარა, მხოლოდ ეძინა.. ქართულ ფილმს.

ესეც კიდევ თრეილერი დაინტერესებულ ადამიანებს

პატივისცემით ფსიქე თქვენი მონა-მორჩილი :)

© fsiQe

Sunday, October 18, 2009

ლარს ფონ ტრიერი წარმოგიდგენთ...

ფილმი, რომელზეც გადავწყვიტე არასოდეს მესაუბრა, დავადე ტაბუ და შევინახე გონების ყველაზე შორეულ უჯრაში. ფილმი, რომელმაც პირველივე ნახვისას ეკრანს მიმაჯაჭვა და მაინც ვერ შევძელი ბოლომდე მენახა.Antichrist “ანტიქრისტე” პირველად მგონი რამდენიმე თვის წინ ვნახე და ყოველივე რაც ზევით მიწერია მაშინ “ჩავიდინე”.

გაივლის კიდევ რამდენიმე კვირა და ჩემ ირგვლივ ამ ფილმზე დაიწყებენ ფართო დისკუსიებს, რომელშიც არ ვერთვები რა თქმა უნდა “ანტიქრისტეს” ხომ თავის დროზე ტაბუ დავადე და გადავწყვიტე რომ ეს ფილმი არ მინახავს. გაივლის კიდევ რამდენიმე კვირა და ერთ-ერთი საყვარელი ლექტორი მთხოვს დავწერო ფილმზე, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვიწყებ კუბრიკის ერთ-ერთი ფილმით და ვხვდები რომ ტენდენციური ვარ მეტისმეტად. ვანებებ წერას თავს და მახსენდება შორეულ უჯრაში ჩაკეტილი ტრიერი თავის სიგიჟით. ვიწერ ანტიქრისტეს, ვუყურებ ბოლომდე და ვიწყებ წერას მხოლოდ იმაზე, რა ვიგრძენი ფილმის ყურებისას და რას ვგრძნობდი ფილმის დასრულების შემდეგ კიდევ ორი დღე და ღამე.

თუ თქვენ სუსტი ფსიქიკა გაქვთ, ანდა მშვიდი ცხოვრება ჯერჯერობით მაინც არ მოგბეზრებიათ, მე ვერაფრით გირჩევთ უყუროთ ტრიერის სიგიჟეს, თუ თქვენზე არაფერი მოქმედებს და თეოლოგიური ჰორორის მოყვარული ხართ, მაშინ ეს ფილმი თქვენთვისაა, მაგრამ სანამ სტარტ-ღილაკს მაუსს დააჭერდეთ მაინც დაფიქრდით, მზად ხართ კი მინიმუმ ორდღიანი კოშმარისათვის ფილმის შემდეგ?

Saturday, October 17, 2009

მგონი ძველ სახლს აჯობებს ეს

ბლა ბლა ბლა
ჰოოო
მინდოდა მეთქვა მიხარია ახალი ბლოგითქო..
ერთი ის ვერ გავიგე widgets-ს რატომ ვერ ვამატებ და კიდევ სასურველი დიზაინი ვერ შევარჩიე ჯერ
ჰოდა ის მინდა კიდევ ქონტინიუ რიდინგ რომ არის ვორდპრესზე ნეტავ აქაც თუა კეთდება ეგრე..
წავედი ახლა დავალაგო ახალი ბლოგი და
ისა თქვენ თუ ვინმე აქ შემთხვევით შემოიხედავთ და ამ პოსტს ნახავთ იქნებ მითხრათ ისინი ზევით რომ მიწერია და ვერ გავიგე :">:">

“შოკოლადფართი” და კაცი, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა

დღეს, კინო დრამატურგიის ლექციის შემდეგ მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ შოკოლად-ფართი მოგვეწყო მზიურში და ასეც მოვიქეცით, ფართიზე დაიშვებოდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთათვისაც შოკოლადი უბრალოდ შოკოლადზე ბევრად მეტია, ადამიანები, რომელთაც უყვართ შემოდგომის ყვითელი ფოთლები, უყვართ ერთად ყოფნა, გართობა, თუნდაც ლოკოკინებთან ერთად ბუნების წიაღში ჯდომა და ათას რამეზე ლაპარაკი, ხანდახან სისულელეზეც, ხან მუსიკაზე, კინოზე, ხანაც ლიტერატურაზე, ხან უბრალოდ მეგობრებზე, ბლოგებზეც, ინტერნეტსივრცეზე, მზეზე, ყვითელ ფოთლებზე თუ მამაზე, (მე და თე მამას ჩვენ საყვარელ რეჟისორს ვეძახით). კონიაკიან კოკა-კოლაზე, პოპკორნზე, ფარულ კამერასა თუ ფარულ დურბინდზე.. მოკლედ ყველაფერზე (პოლიტიკის გარდა). დღეს შაბათია და ჩვენი მზიურის შოკოლადიანი დღე ზოგადად კინოს, კერძოდ კი “კინონარევ” ბავშვობის მოგონებებს მივუძღვენით.

ჩვენ სამნი და კიდევ ერთი აი ვინ ვიყავით დღეს შოკოლად-კინო ფართიზე. ის ერთი კი, ის ადამიანია მე რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს და ამ ბოლო დროს მხოლოდ კინოსთან აღარ ასოცირდება ჩემთვის. დღეს ამ ადამიანის გვარი ვახსენე და მეგობარმა მკითხა ვინ არისო (ეტყობა დაიბნა, თორემ განა შეიძლება არ იცოდე ის ვინ არის? ის ხომ .. არ მიყვარს ზედმეტად დადებითი ზედსართავების ერთგან ბევრჯერ ხმარება რომელიმე კონკრეტული პიროვნების მიმართ, ასეთ შემთხვევებში ჩემი ლაპარაკი აპოლოგიას ემსგავსება ხოლმე და ჰოი როგორ არ მიყვარს ასეთი რამ.. არ ვიცი რატომ, მაგრამ საშინლად არ მიყვარს რაღაცას ან ვიღაცას რომ ადიდებენ ხოლმე, თუნდაც ეს ვიღაცა ჩემი საყვარელი ჟურნალისტი იყოს. კაცი, რომელმაც კინო შემაყვარაო (სადღაც წავიკითხე მისი მისამართით ამბობდნენ) ჰოდა მეც ვიმეორებ ამ ჩემთვის უცნობი ადამიანის სიტყვებს. ეს ნამდვილად ის კაცია რომელმაც შემაყვარა კინო და არა პირიქით, არა კინოს არ შეუყვარებია ის ჩემთვის, მან შემაყვარა კინო, მან, სწორედაც.. კიდე ის, რომ რატომღაც ყველა ივიწყებს მის ძალიან საინტერესო სტატიებს, რომელიც კინოს სულაც არ ეხება ხოლმე ხანდახან და მაინც მხოლოდ კინოსთან ასოცირდება მხოლოდ ეს ადამიანი.. ო როგორ მინდა ახლა მისი რომელიმე სტატია დავდო აქ, მაგრამ მგონი ამის უფლება არ მაქვს

მეტის დაწერას კი არც ვაპირებდი, არც ამდენის, უბრალოდ მზიურის შოკოლადზე მიდნოდა დამეწრეა და ბავშვობიდან საყვარელ ჟურნალისტზე კი გამომივიდა ბლოგი :უსერ: