Sunday, October 18, 2009

ლარს ფონ ტრიერი წარმოგიდგენთ...

ფილმი, რომელზეც გადავწყვიტე არასოდეს მესაუბრა, დავადე ტაბუ და შევინახე გონების ყველაზე შორეულ უჯრაში. ფილმი, რომელმაც პირველივე ნახვისას ეკრანს მიმაჯაჭვა და მაინც ვერ შევძელი ბოლომდე მენახა.Antichrist “ანტიქრისტე” პირველად მგონი რამდენიმე თვის წინ ვნახე და ყოველივე რაც ზევით მიწერია მაშინ “ჩავიდინე”.

გაივლის კიდევ რამდენიმე კვირა და ჩემ ირგვლივ ამ ფილმზე დაიწყებენ ფართო დისკუსიებს, რომელშიც არ ვერთვები რა თქმა უნდა “ანტიქრისტეს” ხომ თავის დროზე ტაბუ დავადე და გადავწყვიტე რომ ეს ფილმი არ მინახავს. გაივლის კიდევ რამდენიმე კვირა და ერთ-ერთი საყვარელი ლექტორი მთხოვს დავწერო ფილმზე, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვიწყებ კუბრიკის ერთ-ერთი ფილმით და ვხვდები რომ ტენდენციური ვარ მეტისმეტად. ვანებებ წერას თავს და მახსენდება შორეულ უჯრაში ჩაკეტილი ტრიერი თავის სიგიჟით. ვიწერ ანტიქრისტეს, ვუყურებ ბოლომდე და ვიწყებ წერას მხოლოდ იმაზე, რა ვიგრძენი ფილმის ყურებისას და რას ვგრძნობდი ფილმის დასრულების შემდეგ კიდევ ორი დღე და ღამე.

თუ თქვენ სუსტი ფსიქიკა გაქვთ, ანდა მშვიდი ცხოვრება ჯერჯერობით მაინც არ მოგბეზრებიათ, მე ვერაფრით გირჩევთ უყუროთ ტრიერის სიგიჟეს, თუ თქვენზე არაფერი მოქმედებს და თეოლოგიური ჰორორის მოყვარული ხართ, მაშინ ეს ფილმი თქვენთვისაა, მაგრამ სანამ სტარტ-ღილაკს მაუსს დააჭერდეთ მაინც დაფიქრდით, მზად ხართ კი მინიმუმ ორდღიანი კოშმარისათვის ფილმის შემდეგ?

ზოგადად არ მიყვარს ფილმის შესახებ ბევრის მოყოლა, რადგან მე როდესაც მიყვებიან მერე ინტერესი მინელდება და შეიძლება აღარც ვნახო, მაგრამ ანტიქრისტეს შეძლებისდაგვარად მაინც მოვყვები, რამეთუ ჩემ მიერ ეს ფილმი რეკომენდებული არაა და თუ არ ნახავთ სულ არ დამწყდება გული..

მაშ ასე, ლარს ფონ ტრიერი წარმოგიდგენთ . .

Antichrist . .

Prologue . .

ფილმი იწყება გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის სულშიჩამწვდომი მუსიკით “Lascia ch'io pianga” ოპერიდან “რინდალდო”. (ვერ დავიკვეხნი იმით, რომ მოსმენილი მაქვს) შავ-თეთრ პროლოგ პარალელურად ჩანს ცოლ-ქმარი, რომლებიც სექსით არიან დაკავებული და ბავშვი (მათი შვილი), რომელსაც ამ დროს ეღვიძება, სრულიად მარტოა, მშობლებს მისთვის რა თქმა უნდა არ სცალიათ, ბავშვი დგება, ფანჯარასთან მიდის და თამაშობს, ამ დროს პარალელურად ჩანს მშობლენის სასიყვარულო სცენა და კადრი, რომელშიც ბავშვი ფანჯრიდან ვარდება..

Chapter one . .

Grief . .

მშობლებს, განსაკუთრებით დედას (შარლოტა გინსბურგი) დანაშაულის შეგრძნება ტანჯავთ. ის ადანაშაულებს საკუთარ თავს უყურადღებობში, MV5BMTM5NDEwNzc0MV5BMl5BanBnXkFtZTcwNjc0MjA2Mg@@._V1._SX600_SY400_ადანაშაულებს ქმარს იმაში, რომ ის ახლოს არ იყო ოჯახთან, მან გამოტოვა შვილის უკანასკნელი ზაფხული, მას არ აინტერესებდა ოჯახი და მისთვის სულ-ერთია ცოცხალია მისი შვილი თუ არა. ფსიქოანალიტიკოსი ქმარი (უილიამ დეფო) გადაწყვეტს თავად ჩაუტაროს ცოლს ფსიქპთერაპია. ისინი მიდიან “ედემში”, სადაც წინა ზაფხული, სწორედ ის უკანასკნელი ზაფხული გაატარეს შარლოტას გმირმა და ბავშვმა და რაც ყველაზე მეტად აშინებს ქალს.

Chapter two . .

Pain . . (Chaos reigns)

200909010003და ისინი შეუდგნენ აღმართს.. შიშის დათრგუნვა შიშთან ბრძოლით.. სტრესის დაძლევა უფრო დიდი სტრესით.. ქალს ისევ ტანჯავს დანაშაულის შეგრძნება. ესმის ბავშვის ტირილი, ეძებს მას. კაცი ცდილობს დააძლევინოს ბუნების შიში. ბუნების, რომელიც “ეშმაკის ტაძარია” და სადაც “ქაოსის ძალაუფლება” სუფევს.

Chapter three . .

Despair . . (gynocide)200909010812

შეუძლებელია მოვლენების ჰარმონიულობა იქ, სადაც ქაოსი ბატონობს.. კინო სცენარის კლასიკური მაგალითი, მას შემდეგ, რაც ფილმის შუა წერტილში ქალი ამბობს რომ განიკურნა, ყველაფერი კარგად ვეღარ იქნება. სწორედ ამ დროს უჩნდება ქალს უნდობლობის გრძნობა, რასაც მოყვება ყველაფერი ის, რის გამოც ტრიერს უწოდეს გიჟი (სრულიად ვეთანხმები შეფასების ავტორებს) შემდეგ არის კადრები, რომლებმაც მომსპო და მთლად მომიღო ბოლო. (ეს უკვე ის დროა, როცა ჩემ მდგომარეობას აღარ ქვია ნორმალური და ვალერიანის წვეთების მიღების შემდეგ ვაგრძელებ ყურებას)

სადიზმი, აგრესია, ანტიქრისტეს სამყარო..

Chapter four . .

The Three Beggars . .

200909015938წუთიერი სინათლე.. (მერე ისევ ძალიან ცუდად ვხდები) კადრები პროლოგიდან, სადაც ჩანს, რომ ქალი ხედავდა ბავშვის გადავარდნის მომენტს.. მაზოხიზმი.. რომელმაც წესით უნდა განდევნოს ანტიქრისტე და ყოველგვარი სიბოროტე? მაგრამ ქალი ბრუნდება და მაკრატელს არტყამს ქმარს ზურგში. დასასრულს, ქმარი საკუთარი ხელებით ახრჩობს ცოლს და გვამს წვავს. ასე სრულდება განკურნების უშედეგო მცდელობა.

Epilogue . .

შავ-თეთრი ეპილოგი.. Lascia ch'io pianga… გამარჯვებული ბუნება, ცხოველები, სიმბოლოები.. ბოროტება, ცოდვა, ქაოსი.. აღმართი.. ქალები, რომელთაც სახე არ აქვთ..

და ბოლოს, ჩემი საკუთარი აზრი: ტრიერი, როგორც ეს თავად განაცხადა, არის რეჟისორი, რომელსაც აშინებს ქალი და ამის ნათელი მაგალითია “ანტიქრისტეც”. ის გვაჩვენებს იმას, რომ ქალში არის უდიდესი სიბოროტე, კლავს ყოველგვარ სიკეთეს შარლოტას გმირში და აქცევს მას ანტიქრისტედ. გვაჩვენებს ქალისა და მამაკაცის, კეთილისა და ბოროტის ბრძოლას.. და კიდევ ბევრი რამ.. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, იმაშიც არ ვარ დარწმუნებული რომ მე ეს ფილმი ისე გავიგე, როგორც ტრიერმა, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ისე გაიგებთ როგორც მე, შეგიძლიათ ნახოთ და თქვენი საკუთარი შეფასებები იქონიოთ, რაც ჩემი აზრით ყველაფერს სჯობს.

სანამ გადაწყვეტდეთ მაინც მაზოხიზმის მორევში გადავარდნას, ეს თრეილერი ნახეთ :)

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=QmKv_57fOvY&hl=en&fs=1&]

პატივისცემით ფსიქე, თქვენი მონა-მორჩილი.

© fsiQe

5 comments:

ჰესსე said...

ძალიან დავინტერესდი თქვენი პოსტით... მოვისმინე თქვენი პოზიცია ტრიერის ბოლო ქმნილების შესახებ, შევეცადე გამეგო, თუმცა ვითვალისწინებ იმას, რომ ყველა თავისებურად ხედავს და არა მხოლოდ ამ ფილმს, ზოგადად ყველაფერს! ამიტომაც არ გამკვირვებია.

მე მგონი პოსტის კომენტი არ არის ის ადგილი სადაც შეიძლება გაშლილად ვისაუბროთ ფილმზე ("ანტიქრისტე"), მაგრამ უბრალოდ გეტყვით: უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მსგავსი სიძლიერის და მსგავსად ღრმა ფილმი მე არ მინახავს!!! შორსა ვარ ვირაცეების გაფეტიშების მცდელობისაგან, მაგრამ ფილმი მართლაც გენიალურია!
დიდი მადლობა თქვენი აზრისთის :)

meine grüne Hoffnung said...

მადლობა :)
გეთანხმებით, რომ უდავოდ კარგი ფილმია და სიმართლე ვთქვა ძალიანაც მომეწონა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ვიფიქრო, რომ ტრიერი თერაპიას არ იტარებდა და არც იმას ნიშნავს, რომ ფემინოფობია არ ჭირს :)
იმას კი ნამდვილად ვერ უარვყოფ ძალიან კარგი ფილმი რომაა. წინააღმდეგ შემთხვევაში არც დავწერდი მასზე :)

Anonymous said...

სიმართლე გითხრათ, მიმოწერის აღმოჩენას ამ ფილმის თაობაზე რატომღაც არ ველოდი და სასიამოვნოდ გამიკვირდა... მართალია ჰესე, პოსტის კომენტი არაა ის ადგილი,სადაც ისე შეიძლება მსჯელობა და ძიება,რომ ყველაფერი ამოწურო. ამიტომ, უბრალოდ მომინდა, მეთქვა, რომ ჩემთვისაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი გახდა ეს ფილმი და თუ სიგიჟეა, გენიალური სიგიჟე მგონია, მართლაც. ზემოთ აღნიშნეს და მეც ვეთანხმები, რომ არც ერთგვარი ფემინოფობია, არც ტრავმირებული სულის გამოძახილი, არც ნატურალიზმი, ჩემი აზრით, სურათს ღირსებას არ აკლებს. თუმცა ეს ჩემი აზრია და რომ უამრავი ადამიანი საწინააღმდეგოს ფიქრობს, ამის მტკიცცებად იმის გახსენებაც კმარა, რომ კანშიც კი, მეტ–ნაკლებად მომზადებულმა მაყურებელმა, რბილად რომ ვთქვათ, აღაშფოთა მაყურებელი... გმადლობთ პოსტისთვის :)

Anonymous said...

სრულიად არაადეკვატურად გაგიგიათ ეს ფილმი
ბავშვი კი არ ვარდება თავს იკლავს
მშობლები სასიყვარულო ურთიერთობით კი არ არიან დაკავებულები სიბინძურეში არიან ჩაშვებულები
ახურებულები და ვნებების მონები
ძალიან ბევრი ბავშვი იკლავს თავს იმის გამო რომ მშობლებს სექსისს დროს შეუსწრო
ამის ჩვენება სურდა ტრიერს

Anonymous said...

ხვადს რომ ასო არ ებასო, არ ერქმეოდაო ბესო, ასოს ვნებას რომ აყვება ,იმ ქალს მოკლავსო კვნესაო, მიუხვდაო ანტეს მდედრი, მი"თო"მაცა" "კლიტ"ეს ავნო...