Saturday, October 17, 2009

“შოკოლადფართი” და კაცი, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა

დღეს, კინო დრამატურგიის ლექციის შემდეგ მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ შოკოლად-ფართი მოგვეწყო მზიურში და ასეც მოვიქეცით, ფართიზე დაიშვებოდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთათვისაც შოკოლადი უბრალოდ შოკოლადზე ბევრად მეტია, ადამიანები, რომელთაც უყვართ შემოდგომის ყვითელი ფოთლები, უყვართ ერთად ყოფნა, გართობა, თუნდაც ლოკოკინებთან ერთად ბუნების წიაღში ჯდომა და ათას რამეზე ლაპარაკი, ხანდახან სისულელეზეც, ხან მუსიკაზე, კინოზე, ხანაც ლიტერატურაზე, ხან უბრალოდ მეგობრებზე, ბლოგებზეც, ინტერნეტსივრცეზე, მზეზე, ყვითელ ფოთლებზე თუ მამაზე, (მე და თე მამას ჩვენ საყვარელ რეჟისორს ვეძახით). კონიაკიან კოკა-კოლაზე, პოპკორნზე, ფარულ კამერასა თუ ფარულ დურბინდზე.. მოკლედ ყველაფერზე (პოლიტიკის გარდა). დღეს შაბათია და ჩვენი მზიურის შოკოლადიანი დღე ზოგადად კინოს, კერძოდ კი “კინონარევ” ბავშვობის მოგონებებს მივუძღვენით.

ჩვენ სამნი და კიდევ ერთი აი ვინ ვიყავით დღეს შოკოლად-კინო ფართიზე. ის ერთი კი, ის ადამიანია მე რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს და ამ ბოლო დროს მხოლოდ კინოსთან აღარ ასოცირდება ჩემთვის. დღეს ამ ადამიანის გვარი ვახსენე და მეგობარმა მკითხა ვინ არისო (ეტყობა დაიბნა, თორემ განა შეიძლება არ იცოდე ის ვინ არის? ის ხომ .. არ მიყვარს ზედმეტად დადებითი ზედსართავების ერთგან ბევრჯერ ხმარება რომელიმე კონკრეტული პიროვნების მიმართ, ასეთ შემთხვევებში ჩემი ლაპარაკი აპოლოგიას ემსგავსება ხოლმე და ჰოი როგორ არ მიყვარს ასეთი რამ.. არ ვიცი რატომ, მაგრამ საშინლად არ მიყვარს რაღაცას ან ვიღაცას რომ ადიდებენ ხოლმე, თუნდაც ეს ვიღაცა ჩემი საყვარელი ჟურნალისტი იყოს. კაცი, რომელმაც კინო შემაყვარაო (სადღაც წავიკითხე მისი მისამართით ამბობდნენ) ჰოდა მეც ვიმეორებ ამ ჩემთვის უცნობი ადამიანის სიტყვებს. ეს ნამდვილად ის კაცია რომელმაც შემაყვარა კინო და არა პირიქით, არა კინოს არ შეუყვარებია ის ჩემთვის, მან შემაყვარა კინო, მან, სწორედაც.. კიდე ის, რომ რატომღაც ყველა ივიწყებს მის ძალიან საინტერესო სტატიებს, რომელიც კინოს სულაც არ ეხება ხოლმე ხანდახან და მაინც მხოლოდ კინოსთან ასოცირდება მხოლოდ ეს ადამიანი.. ო როგორ მინდა ახლა მისი რომელიმე სტატია დავდო აქ, მაგრამ მგონი ამის უფლება არ მაქვს

მეტის დაწერას კი არც ვაპირებდი, არც ამდენის, უბრალოდ მზიურის შოკოლადზე მიდნოდა დამეწრეა და ბავშვობიდან საყვარელ ჟურნალისტზე კი გამომივიდა ბლოგი :უსერ:

No comments: